მოსალოდნელი იყო, რომ კრიზისი უფრო გაღრმავდებოდა ამ პარტიაში, ვინაიდან არ არსებობს ღირებულებები – რატი იონათამიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული კრიზისი მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პარტია ღირებულებებისა და ფასეულობებისგან დაცლილია.
რატი იონათამიშვილის თქმით, როდესაც პარტიაში მუდმივი ქიშპი მიმდინარეობს, შეუძლებელია პოლიტიკური საქმიანობა სხვანაირად დასრულდეს.
“მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა ამ პარტიაში. ჩვენ ახლა სწორედ ამ პროცესებს ვხედავთ, მაგრამ ეს არის ლოგიკური, ვინაიდან პარტიაში არ არსებობს ღირებულებები, არ არსებობს საქმიანი დღის წესრიგი, არამედ, მხოლოდ ან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ან ერთმანეთში ქიშპი მიმდინარეობს, შეუძლებელია საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას სხვანაირად ამთავრებდე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს