“ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის უფრო მეტი ავტორიტეტი აღმოჩნდა ნიკა მელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი” | წითლიძე პარტიიდან წასულებზე

“ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის უფრო მეტი ავტორიტეტი ამ პარტიაში აღმოჩნდა , ვიდრე . მაშინ ამ ადამიანებს არ სცოდნიათ ვის პარტიაში იყვნენ -ასე ეხმაურება ენმ-ის დეპუტატი და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ენმ-დან ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის დეპუტატების წასვლას.
როგორც წითლიძე ამბობს, ეს ადამიანები პარტიიდან ბოლო 1 წელია ისედაც წასულები იყვნენ, არ ემორჩილებოდნენ პარტიის გადაწყვეტილებებს და დღეს წასვლა ოფიციალურად გაფორმეს:
“ძალიან ვწუხვარ ასევე, რომ მათთვის არაფერს არ ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის საჯარო მოწოდებები და მათ შორის, პირადი მოწოდებები და პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან და არაფერს არ ნიშნავდა ის, რომ ციხეში მჯდომ პრეზიდენტს არაერთხელ უკეთებია მათ შორის განცხადება იმაზე, რომ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენს თვითონ, არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს.” თქვა წითლიძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.
შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” 14-მა დეპუტატმა და აპარატის სამმა თანამშრომელმა დღეს პარტია დატოვა.
იხილეთ ასევე:
· ალბათ ენმ-ს ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან | მიხეილ სააკაშვილი