არქივი8 სექტემბერი 2025, 10:22
,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარი” – მეტეოროლოგის გაფრთხილება

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ბოლო შეფასებით, 12 სექტემბრამდე დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად, ძლიერი ელჭექით, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის ქარი.
მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ელჭექის გამო, სიფრთხილე აუცილებელია, ისეთი ნეგატიური მოვლენების მიმართ, როგორიცაა – წყალდიდობა, მეწყერი, მეხის ჩამოვარდნა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებები“, – წერს მეტეოროლოგი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.