პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.
მათივე ინფორმაციით, ასევე მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა.
„სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს - საფრთხის დონე საშუალო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.