“მორიგი ფარსი და უბრალო მცდელობა, რომ რაღაცა ფორმით ყურადღება მიიქციონ” – მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ თქვა, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი ალტერნატივა “ლელოა.”
სარჯველაძის შეფასებით, “ლელოს” ლიდერი მსგავსი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს.
“სამწუხაროდ, ოპოზიციაში პოლიტიკოსებს ახასიათებთ გაუთავებელი მცდელობები პოლიტიკაში ადგილის ძიებისა. ყველა კარგად ხვდება, რომ როდესაც საუბარია ახალ სახეებზე და შეთავაზებულია ისევ ძველი სახეები, რასაკვირველია, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მორიგი ფარსი და უბრალო მცდელობა, რომ რაღაც ფორმით ყურადღება მიიქციონ.
უმჯობესია საზოგადოებას კონკრეტული არგუმენტებით ესაუბრონ და სულაც არ არის აუცილებელი ამისთვის დაყოფა და დიფერენცირება ძველი მენტალიტეტის, ახალი მენტალიტეტის და ა.შ. მარტივად დგას საკითხი, მარკეტინგს თავი უნდა დაანებონ და რეალურად დისკუსიაში შემოვიდნენ კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ