მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ფაშისტური გამოხტომა, მაინც ყველაფერი ამის გამოყენებას ცდილობენ პოლიტიკური ქულების გენერირებისთვის – მიხეილ სარჯველაძე “ლელოს” ინიციატივებზე

სახიფათო და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი – ასე აფასებს მმართველი გუნდი “ლელოს” ინიციატივას. ოპოზიციური პარტია ე.წ. მარშალის გეგმის განახლებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი, მათ უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში მუშაობის უფლება, აიკრძალოს რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასევე გაუქმდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან.
განცხადება მამუკა ხაზარაძემ ყრილობაზე გააკეთა. “ლელოს” ინიციატივას “ქართულ ოცნებაში” უკვე უწოდეს ფაშისტური.
მმართველი გუნდი, გეგმას, ქვეყნის რუსეთთან კონფროტაციაში გახვევის მცდელობად აფასებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, “ლელოს” განცხადებები და ინიციატივები პოპულისტურია.
“პოპულისტური მცდელობაა, რომ რაღაცა ფორმით გამოიყენონ ხელოვნურად შექმნილი ერთგვარი ფობიები. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ფაშისტური გამოხტომა, მაინც ყველაფერი ამის გამოყენებას ცდილობენ პოლიტიკური ქულების გენერირებისთვის.
წარუმატებლობისთვისაა ეს ყველაფერი განწირული, ამას ხვდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც. ეს არის ქვეყნისთვის სერიოზული რისკის მატარებელი თემა და როდესაც ხარ პოლიტიკოსი, მეტი პასუხისმგებლობა გმართებს, როგორც ხალხის, ასევე ქვეყნის მიმართ,” – აცხადებს სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე