პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მომიტინგეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, დემონსტრანტები კი პიროტექნიკას ისვრიან

მომიტინგეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, დემონსტრანტები კი პიროტექნიკას ისვრიან

პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებმა სრულიად გაათავისუფლეს და ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები ახლა ჭიჭინაძის ქუჩაზე დგანან, სადაც სპეცრაზმელები არიან განლაგებული.
საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ. აქციის მონაწილეები კი ხელოვნურად აღმართულ ბარიკადებს მიღმა იმყოფებიან და პიროტექნიკის გამოყენებით უწევენ სპეცრაზმელებს წინააღმდეგობას.
რაც შეეხება უშუალოდ, პარლამენტის წინა პერიმეტრს, ტერიტორიაზე მომიტინგეები ამ დროისთვის, აღარ იმყოფებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.