ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მომდევნო სეზონში ალეგრი "იუვენტუსს" აღარ გაწვრთნის

მომდევნო სეზონში მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსს" აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის "ბიანკონერის" ამჟამინდელ დამრიგებელს.
შეგახსენებთ, ალეგრიმ "იუვენტუსი" პირველად 2014 წელს ჩაიბარა და "ბებერ ქალბატონს" 11 ტიტული მოაგებინა; 2019 წელს კლუბი დატოვა და 2021 წელს ხელმეორედ ჩაიბარა, თუმცა უკანასკნელ სამ წელიწადში "ბიანკონერიმ" თასის მოგება ვერ მოახერხა.
"იუვენტუსმა" გასულ ტურში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ოფიციალურად გაინაღდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.