არქივი18 მაისი, 2024, 11:36
ბოლო 50 წელში მხოლოდ მესამე მწვრთნელი - ალეგრი ''იუვენტუსს'' ასე დაემშვიდობა
''იუვენტუსმა 17 მაისს გვაუწყა, რომ გუნდმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა და იტალიის ჩემპიონატის დარჩენილ 2 ტურსაც არ დაელოდა.
ამის შედეგად, "შეშლილი მაქსი" ბოლო 50 წელში გახდა ტურინელთა მესამე თავკაცი, რომელიც კლუბმა სეზონის მიმდინარეობისას დაითხოვა.
ასეთი განაჩენი "ვეკია სინიორაში" 2008/09-წლების სეზონში კლაუდიო რანიერის, 2009/10-წლებში კი ჩირო ფერარას გამოუტანეს.
სავარაუდოდ, "იუვენტუსის" მწვრთნელი მომავალი სეზონიდან "ბოლონიას" ამჟამინდელი თავკაცი ტიაგო მოტა იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.