მომავალი წელი იქნება გლობალური გადაწყვეტილებების დრო –

უკრაინაში, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დაიბომბა ხარკოვი, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი და ერთი ჟურნალისტია. დაინგრა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
იერიშები მიიტანეს სუმის 7 დასახლებაზე, უცნობია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია. თავდასხმა მოხდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც, იერიშებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 18 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ უნდა შეძლოს თავის მიზნების მიღწევა.
“მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდება სხვა ქვეყნებში, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებისა და განწყობისა, ჩვენ გვჭირდება საკმარისი პოტენციალი, რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენი მიზნების მისაღწევად. ნათელია, რომ მომავალი წელი იქნება გლობალური გადაწყვეტილებების დრო. უკრაინამ უნდა შეძლოს მათზე გავლენის მოხდენა, შეძლოს თავისი მიზნების მიღწევა. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი გავლენისთვის, სამართლიანობისთვის და მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, ვინც გვეხმარება, რომლებიც ჩვენთან არიან 24 თებერვლიდან და ჩვენთან ერთად იქნებიან 2024 წელსაც”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს