ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოლოკნები და ბაპტისტები ფერისცვალებას აღნიშნავენ

საქართველოს ბაპტისტური და ქრისტიან მოლოკანთა თემი დღეს თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მაცხოვრის ფერისცვალებას ზეიმობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაული თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალებას უკავშირდება, რითაც უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ბაპტისტურ და მოლოკანთა თემებს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.