არქივი18 აგვისტო, 2024, 16:52
19 აგვისტოს მართლმადიდებლები ფერიცვალებას აღნიშნავენ
ფერიცვალების დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ–ერთია და აღინიშნება 19 აგვისტოს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა თავისი სამი მოწაფის– პეტრეს, იოანესა და იაკობის წინაშე.ყოველწლიურად, თაბორის მთაზე, მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ ჩნდება ღრუბელი და მთელი დღესასწაული მთას დაჰყურებს. ცნობილია რომ უფალს, რომელიც მთაზე ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, თავს ღრუბელი დაადგარადგან ამ ნათელმა თვალი დაუბრმავა მოციქულებს.ჩვენთან ამ დღესასწაულს უკავშირდება ტრადიციაც. ტაძრებში იკურთხება ხილი და თაფლი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.