არქივი25 იანვარი, 2025, 12:24
მოლდოვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. როგორც მან X-ზე დაწერა, უკრაინის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხებზე ექნება საუბარი.
“ვუგზავნი მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს უკრაინას და მის ხალხს. მათი გამბედაობა უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას.
ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოებას, ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას, ვაჭრობას და ევროკავშირის გზაზე ურთიერთდახმარებას. მოლდოვა რჩება საიმედო მეზობლად”,- დაწერა მაია სანდუმ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.