რუსეთის დელეგაცია სირიაში ასადის ჩამოგდების შემდეგ, პირველად ჩავიდა

28 იანვარს კრემლმა სირიაში სამთავრობო დელეგაცია მიავლინა. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები დამასკოში პირველად ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც სირიაში მოსკოვის მოკავშირე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ჩამოაგდეს. ასადმა ოჯახთან ერთად, თავი რუსეთს შეაფარა.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს. “ტასის” ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც სირიის ახალ მთავრობასთან გამართავს მოლაპარაკებას, არიან მიხეილ ბოგდანოვი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ალექსანდრ ლავრენტიევი – კრემლის საგანგებო დესპანი სირიაში.
მოსკოვი ცდილობს, უზრუნველყოს თავისი სამხედრო ბაზების მომავალი სირიაში. რუსეთს სირიაში ორი დიდი ბაზა აქვს, საზღვაო და საჰაერო. მოსკოვი მათ ათწლეულების განმავლობაში ინტენსიურად იყენებდა.
თავად სირიის სამთავრობო წყაროები იუწყებიან, რომ მოლაპარაკება მხარეებს შორის ამ კვირის განმავლობაში, სირიის დედაქალაქ დამასკოში იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – „ოპოზიციის ალიანსი“ ძალიან ტოქსიკურია – სააკაშვილი რას ამბობს არასწორს? ასევე, ხაბეიშვილის რეპლიკა არ არის სწორი? – 10 მაისიდან ხალხში გავალთო, თქვე კაი ადამიანებო, აპრილმა რა დააშავა?