მოლდოვაში რუსეთის ელჩს ჩამოვარდნილი რუსული დრონი აჩვენეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს

მოლდოვაში რუსეთის ელჩს ჩამოვარდნილი რუსული დრონი აჩვენეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიჰაი პოპშოი და მოლდოვური მედია ავრცელებს.
კერძოდ, 26 ნოემბერს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი დაიბარეს, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდნილი რუსული დრონი აჩვენეს და მოლდოვის საჰაერო სივრცეში ექვსი დრონის უკანონოდ შეჭრის გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს.
მოლდოვის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა “დაუშვებელია” და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.
“საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ მოუწოდა რუსეთს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, და მკაცრად დაიცვას საერთაშორისო ნორმები, და ასევე, მოლდოვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამას გარდა, სამინისტრომ რუსეთის საელჩოსგან მოითხოვა მიიღოს ყველა საჭირო ზომები, რათა აღიკვეთოს მსგავსი ინციდენტების გამეორება”, – განაცხადეს მოლდოვის საგარეო უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება