არქივი2 დეკემბერი, 2025, 10:23
რუსული მედია - რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ღამით ორიოლის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ლივნის რაიონში საწვავის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა კლიჩკოვმა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 45 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.