არქივი5 ოქტომბერი, 2025, 11:10
მოლდოვას საგარეო უწყება - სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე

სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
„გამოვდივართ თავშეკავებისკენ, დიალოგისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემისკენ მოწოდებით. დემოკრატია არ შეიძლება ძალის გამოყენებით დაწესდეს; ძალადობა ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც საქართველო ცდილობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.