მოლდოვას საგარეო: სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე

სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე, – ამის შესახებ მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

საგარეო უწყება განცხაებაში წერს, რომ “ძალადობა ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც საქართველო ცდილობს“.

სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე. გამოვდივართ თავშეკავებისკენ, დიალოგისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემისკენ მოწოდებით. დემოკრატია არ შეიძლება ძალის გამოყენებით დაწესდეს; ძალადობა ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც საქართველო ცდილობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება