ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოლდოვას და უკრაინას ჩამოვრჩებით – ხატია დეკანოიძე

ტყუილს ავრცელებო, მოლდოვას და უკრაინას რომ ჩამოვრჩებით თურმე და ჩამოვრჩებით, ჩვენ გვაქვს სტატუსი, იმათ აქვთ მოლაპარაკებებზე გახსნა. ანუ რატომ არ ჩამოვრჩებით, რა კუთხით არ ჩამოვრჩებით? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, არცერთი მინისტრი არ საუბრობს, რომ ჩვენ დაჩქარებულად გვეკუთვნის ევროკავშირში ინტეგრაცია.
„არავინ არ საუბრობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, არცერთი მინისტრი, რომ ჩვენ დაჩქარებულად გვეკუთვნის. და ამაზე მითხრა, დეზინფორმაციაზე ოხანაშვილმა რომ ტყუილს ავრცელებო მოლდოვას და უკრაინას რომ ჩამოვრჩებით თურმე და ჩამოვრჩებით, ჩვენ გვაქვს სტატუსი, იმათ აქვთ მოლაპარაკებებზე გახსნა. ანუ რატომ არ ჩამოვრჩებით, რა კუთხით არ ჩამოვრჩებით? მე უბრალოდ ვერ გავიგე რას გულისხმობს ეს ხალხი და რატომ ღიზიანდება ფაქტებზე.“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.