სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, იქ ჩემი ადგილი არ არის – ხატია დეკანოიძე

“სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, იქ ჩემი ადგილი არ არის“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ 2 თებერვალს, “პალიტრანიუსი”-ს ეთერში.
თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის რაიმე ინტერესი იქნება.
„მე შემიძლია გავაჟღერო ჩემი მოსაზრება. სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, ან ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიც არ არის ღიად ჩართული პოლიტიკაში და უნდა გავლენა, იქ ჩემი ადგილი არ არის. მე აქ არაფერი მაქვს დასამალი. ეს იყო ჩემი უთანხმოება პარტიასთან. ვფიქრობ, პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო, ადამიანები, ვინც რეალურად წინ არიან, ფრონტის ხაზზე, ესენი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები საკუთარი თავით ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩემი მოსაზრება“,– განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ