ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სახლებში ღამით ჩხრეკა ჩატარდა

მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სახლებში ღამით ჩხრეკა ჩატარდა

მოკლული მასწავლებლის საქმის ფარგლებში ღამით რამდენიმე დაკავებული  არასრულწლოვანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ბრალდებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გუშინ გვიან ღამით სახლებიდან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონები, ელექტრონული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები წაიღეს.

“პროკურატურის მოქმედება ყველანაირ ზღვარს აჭარბებს. გუშინ 10 საატზე შემოგვივარდნენ სახლში, მე ჩემს ეუღლეს, ჩემს შვილს, დედაჩემს და კიდევ სხვა ოჯახებს. ხდება პროკურატურის მეირ ჩვენი დაშინება. 6 კაცი შემოგვიცვივდა სახლში, წაიღეს ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი ტელეფონი. ყველანაირი კომპიუტერი ყველანაირი ახსნის გარეშე. გვითრეს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად რას ეძებდნნენ არ უთქვათ. ვერაფერ ვერ აგიხსნითო, არის განჩინება მოსამართლისო, ხელი მოაწერეთო და აგვაწიოკეს. ჩემს სახლში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც მე ვცხოვრობ დედაჩემთან, ამ სახლში, სადაც ახლა ვართ – ჩემს მეუღლესთან და ქუჩაში  დაიჭირეს ჩემი შვილი და იმასაც წაართვეს ტელეფონი”, – აცხადებს დაკავებულის მამა. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.