ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ავალიანის ერთ-ერთი მოსწავლის, ნ.ი-ს წერილს ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ავალიანის ერთ-ერთი მოსწავლის, ნ.ი-ს წერილს ავრცელებს

"ნუთუ მე კითხვები, რომ დავსვი მასწავლებლის ქცევებზე, ამ კითხვებმა იმსხვერპლა გიგა ავალიანი? ნორმალური იყო მისი ქცევა ჩემს მიმართ? მართალი ვიყავი? ვკითხე მშობლებს, რატომ არ დამიჯერეს? ვკითხე მასწავლებელს, რატომ არ მიპასუხა? ისე, ბოლომდე სიმართლე ვერავის ვუთხარი. როცა მე ვსვამდი კითხვებს, პასუხებს ვერ ვღებულობდი, ახლა კი ყველა მე მეკითხება, რა მოხდაო. ვიკითხე, მასწავლებელი კომპლიმენტებს რომ მეუბნებოდა, იყო თუ არა ეს ნორმალური? ვიკითხე, მასწავლებელმა თუ გაცილება შემომთავაზა, არის თუ არა ეს ნორმალური? ვიკითხე, რატომ უნდა მოიწყინოს მასწავლებელმა, თუ მე გაკვეთილზე სიცხის გამო ვერ მივდივარ? ვიკითხე იმდენი, რამდენიც გავბედე, რისიც არ მომერიდა… მაგრამ ვერ ვიკითხე: მასწავლებელი რომ შემეხო, ეს ნორმალურია? რაც ვიკითხე, იმაზე ვერ მივიღე პასუხები. ჩემი კითხვების გამო ადამიანი გარდაიცვალა. ჩემი კითხვების გამო ჩემი მეგობრების ოჯახებიც გაუბედურდნენ. ჩემი კითხვების ბრალია თუ უპასუხოს დატოვებული კითხვების? ყველა მეცოდება, ყველა, ვისაც ჩემს მიერ დასმული კითხვების გამო რამე დაემართა… არ ვიცოდი… არ დავუშვებდი." - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ავალიანის ერთ-ერთი მოსწავლის, ნ.ი-ს წერილს ავრცელებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.