ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს – ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
“პირველებმა” გაარკვია, რომ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომელიც თავდასხმას ასახავს, საქმეში დევს. გამომძიებლებს ჩვენება მისცა დავით დვალისშვილმაც.
ადვოკატის ინფორმაციით, ჯგუფურ ანგარიშსორებაში 5-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მეტიც უფლებადამცველის თქმით, თავდასხმას ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მობილური ტელეფონით იღბდა.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ არასრულწლოვანთა ჯგუფი, კურიერს კონკრეტული მისამართიდან აედევნა. მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ დავით დვალიშვილი პოლიციაში რეკავდა და აწვდიდა ინფორმაციას, რომ კონკრეტული ჯგუფი თბილისის ერთ-ერთ უბაში რაღაცას ეძებდა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასტიკად ნაცემია. ძირს დააგდეს, თავი ასფალტზე არტყმევინეს. ურტყამდნენ კეფისა და თავის არსეში. აღენიშნება უამრავი დაზიანება. თავდამსახმელები უმეტესად არასრულწლოვნები არიან – ისინი მოქმედებდნენ ჯგუფურად. როდესაც გამოვიდა – არასრულწლოვნები სავარაუდოდ ეძებდნენ ან დებდნენ ნარკოტიკს, არ ვიცი… მოუწოდეს ტერიტორია დაეტოვებინათ: ეუბნებოდნენ, რომ თითქოს პოლიციაში რეკავდა.
ამ შეურაცხყოფის დროს უღებდნენ სავარაუდოდ ვიდეოს, დასცინოდნენ და ამყოფებდნენ დამამცირებელ მდგომარეობაში.
მან მოახერხა არასრულწლოვნების ამოცნობა, თუმცა ამ ეტაპზე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის. გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით, თუმცა ვფიქრობ უფრო მძიმე მუხლით უნდა შეიხვალოს”- აცხადებს იურისტი.
მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს.




