„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

მეგობრებო, გუშინ თბილისში, ყაზბეგის 25 ნომერთან, საშინელი შემთხვევა მოხდა. „გლოვოს“ კურიერს, დავით დვალიშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები და მოზარდები. დათო სასტიკად სცემეს, რის გამოც იგი სასწრაფო დახმარებამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას შუბლი და ცხვირი აქვს გატეხილი, ასევე სხეულსა და ხელებზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა. ახლა დათო თავად არის პაპის ერთადერთი მომვლელი. იგი საღამოს 7 საათამდე მოხუცს უვლიდა, ხოლო შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში, კურიერად მუშაობდა, რათა პაპისთვის წამლებისა და არსებობის ფული შეეგროვებინა.
ამ ტრაგედიის ფონზე, დათო დამატებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა:
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ იგი იმავე დილითვე გაწერა და მომსახურებისთვის 400 ლარი გადაახდევინა.
კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიების მიზნით ჩამოართვა ტელეფონი, რის გამოც ის ამჟამად კავშირის გარეშეა.
დათოსაც და პაპამისსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ მკურნალობა, გადასხმები და მედიკამენტები. მოდით, გვერდით დავუდგეთ ამ მშრომელ და კეთილ ადამიანს. შევაგროვოთ ვინც რა შეგვიძლია და გადავცეთ მას.
თანხის ჩასარიცხი რეკვიზიტები (ანგარიში გახსნილია woltgroup-ის სახელით):
საქართველოს ბანკი:
GE44BG0000000100903104

ასევე დაგაინტერესებთ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს