მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს ფეისბუქ გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ მორიგ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.
მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი ფეისბუქ-გვერდის მართვის ფუნქცია „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული.
„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი