მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

უწყების ცნობით, 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

მათი ინფორმაციით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალს არასრულწლოვანი კედელთან ყავს მიმწყვდეული და მასზე ძალადობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია