მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და კიდევ 50-მდე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დაგმო.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის ორ იანვარს”, – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.
ოფიციალურ ტექსტში აღნიშნულია, რომ ამ იარაღის გადაცემა ზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, შემოუერთდნენ რუსეთის და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევების დაგმობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით