47 ქვეყანასთან ერთად საქართველოც გმობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS), რომელიც ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურია, აქვეყნებს ერთობლივ განცხადებას, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და 48 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აწერენ ხელს, მათ შორისაა საქართველო.
ქვეყნები ამ განცხადებით ჩრდილოეთ კორეის მიერ სთვის ში მიმდინარე ომში გამოსაყენებლად ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ.
“უმკაცრესად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ბალისტიკური რაკეტების გატანას და რუსეთის მხრიდან მათ შესყიდვას, შემდეგ კი რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 2 იანვარს. რუსეთისთვის ამ იარაღის გადაცემა ნიშნავს უკრაინელი ხალხის მეტ ტანჯვას, რუსეთის მხარდაჭერას ომში”, – წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც, საქართველოსთან ერთად უერთდებიან , კორეის რესპუბლიკა, ევროპული და სხვა სახელმწიფოები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უხეშად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთ რეზოლუციას, რომელთაგან ერთ-ერთის მხარდამჭერი თავად რუსეთიცაა.
„მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს, დაემორჩილონ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეკომენდაციებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ქმედება, რომელიც მათ არღვევს“, – წერია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი სახელმწიფოები ასევე მოუწოდებენ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შეუერთდნენ და აღნიშნავენ, რომ ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება