მიხეილ ყაველაშვილი: „ხალხის ძალა” ჩასაფრებულები ვიქნებით, რომ …

გვინდა ევროკავშირი, მაგრამ, გააჩნია, როგორ და რის ფასად , – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ქართული ოპოზიციის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ სურდათ, საქართველო ამ ყველაფრის მონაწილე ყოფილიყო, თუმცა ხელისუფლებამ მშვიდობის შენარჩუნება და კანდიდატის სტატუსის ღირსეულად მოპოვება შეძლო.
„დღეს უფრო სჭირდება უკრაინას ის დახმარება და გამაგრება, რაზეც ომის დაწყების პირველ დღეებში იყო საუბარი. ტერიტორიებს კარგავს, სამხედრო ძალები აღარ ჰყავს, ამდენი მსხვერპლია… უკვე კორუფციასა და ზელენსკის მოშორებაზეა იქ პირდაპირ საუბარი, ამას აღარავინ მალავს და დაფინანსებასაც უჩერებენ. წარმოიდგინეთ, რომ ამის ნაწილი უნდა ყოფილიყო საქართველო. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, იმდენად ურცხვები არიან, რომ უკრაინასა და მოლდოვას უნდა დავეწიოთო, აცხადებენ. ეს ეიფორია უნდა დამთავრდეს. ევროკავშირი რომ გვინდა, ეს ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ „ხალხის ძალა” ყოველთვის ჩასაფრებულები ვიქნებით, რომ ევროკავშირმა ისეთ დათმობებზე წასვლა არ აიძულოს ჩვენ ხელისუფლებას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს. გვინდა ევროკავშირი, მაგრამ, გააჩნია – როგორ და რის ფასად. პრემიერმაც ეს აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი ღირსეულად მივიღეთ, ორ ფეხზე დგომით”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის როლში ყოფნა – საპასუხოდ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს – „აბა დღეს ჩვენ დიქტატურას რა ვატკინეთ“ – მუდმივად უნდა მივაყენოთ მას საპასუხო ტკივილი, დიქტატურას ჩამოშლის ჩვენს მიერ მიყენებული „ათასი ჭრილობა“