ამ ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დამთავრდება თუ იარსებებს ძალა, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე – ენმ-ზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრი აცხადებს, რომ თუ იარსებებს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დამთავრდება.
მანამდე, “ხალხის ძალამ” განცხადება გაავრცელა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზეა საუბარი.
“ნაციონალური მოძრაობა” არის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი ძალა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მიხედვით სჭირდება გასამართლება.
ვთვლით, რომ ეს უნდა მოხდეს 2024 წლის არჩევნების შემდგომ. წერილში ძირითადად მოყვანილია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ფაქტები, გარემოებები და როგორ მოხდა, რა ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ”.
რადგან “ხალხის ძალს” გამოვირჩევით საზოგადოებისთვის სიმართლის თქმით, დადგა დრო, ეს ძალა გასამართლდეს. ამ ქვეყანაში პოლარიზაცია ვერ დამთავრდება, თუ იარსებებს ძალა, რომელსაც ამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს