ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილი: სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები

მიხეილ ყაველაშვილი: სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი:
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები.
„ნიკოლა ტესლას“ საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო ჯურიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სერბეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩ-ცვეტკოვიჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე დაგვხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში „სერბეთის სასახლეში“ ჩემი კოლეგა, ალექსანდარ ვუჩიჩი მიმასპინძლებს. შეხვედრებს გავმართავ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.