– პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში – ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში

პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები, – ამის შესახებ სერბეთში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს იყო ოჯახური ვახშამი, „გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში“.
„ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში.
პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები.
ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში.
ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს ადამიანს, რომ სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული.
გულითადი მადლობა მინდა გამოვხატო ამ ნდობისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის“, – წერს ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამუნა კეკენაძე: დიუშენის მქონე ბავშვების პრობლემებს გავყვებით ბოლომდე, რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც ფასების შემცირების კუთხით ჰქონდათ – პრემიერი მალე მოდის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა