მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ანკარას ეწვევა

“ქართული ოცნების” პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა.
პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს, გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული