ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლაქ ან­კა­რას ეწ­ვე­ვა.

"ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი სა­სახ­ლე­ში უმას­პინ­ძლებს, გა­ი­მარ­თე­ბა დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია. და­გეგ­მი­ლია უმაღ­ლე­სი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი, რის შემ­დე­გაც მე­დი­ის­თვის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე და­გეგ­მი­ლია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის დიდი ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რე ნუ­მან ქურ­თულ­მუშ­თან.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან: სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა და­რა­სე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­ჩილ კა­ლან­დია, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტთან მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი და წევ­რე­ბი: გი­ორ­გი ჭყო­ნია, მა­რი­ამ ლაშ­ხი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი“, - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.