მიხეილ სარჯველაძე – საბედნიეროდ დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ, რაც იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უამრავი რეფორმის აღიარება და გაწეული შრომის დაფასება

საქართველოს აღარანაირი წინაღობა აღარ გააჩნია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს სტატუსის მოპოვებაში, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება გარდაუვალია და უახლოეს საათებში, ალბათ, დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ვითარება უკვე ცხადია.
“მე მგონია, სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით ვითარება აშკარა, ნათელი და ცხადია. ცხადია, რომ საქართველოს აღარანაირი წინაღობა აღარ გააჩნია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს სტატუსის მოპოვებაში, ეს გადაწყვეტილება ვფიქრობთ, რომ გარდაუვალია. ვფიქრობთ, უახლოეს საათებში, ალბათ, ჩვენ საბედნიეროდ დამსახურებულ სტატუსს მივიღებთ. ეს იქნება აღიარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უამრავი რეფორმის, გაწეული შრომის დაფასება. ეს არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის წარმატება, მათ შორის, იმავე პროევროპულად განწყობილი ხალხის არჩევანის მართებულობის კიდევ ერთი დადასტურება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…