ეს წარმატება განაპირობა ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ – მიხეილ სარჯველაძე ევროპული საბჭოს დასკვნასა და პოზიტიურ გზავნილებზე

ევროპული საბჭოს დასკვნასა და გაჟღერებულ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. მხარეები თანხმდებიან, რომ 14-15 დეკემბრის ისტორიულ სამიტზე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თუმცა განსხვავებულია მოსაზრებები იმაზე, თუ ვისი დამსახურებაა საქართველოსვე წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროპიდან გაჟღერებული გზავნილები და ეს წარმატება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა.
„ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები და, რასაკვირველია, ეს უკანასკნელიც, გახლავთ ერთმნიშვნელოვნად აღიარება იმ წარმატებისა, რომელიც ქვეყანასა და საზოგადოებას აქვს და ეს წარმატება განაპირობა ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ – სამწუხაროდ, ოპოზიციის ძალიან მცირე ჩართულობით და მისი ძირითადი ნაწილის აბსოლუტური ჩაურთველობით, მათი მონაწილეობის გარეშე. ეს იყო მათი არჩევანი.
ხელისუფლებას არაერთხელ აქვს დამტკიცებული ერთგულება იმ პრინციპებისადმი, რომლებიც გულისხმობს დემოკრატიასა და ყველას ჩართულობას. ამავე მიზნით იყო იმთავითვე შექმნილი სამუშაო ჯგუფები ჯერ კიდევ 2022 წელს, რომელსაც, სამწუხაროდ, ზურგი შეაქცია სრულიად არაარგუმენტირებულად ოპოზიციამ, მთლიანად ფსევდობოიკოტი გამოუცხადა ქვეყნის წარმატებაზე მუშაობის პროცესს. ეს აღმოჩნდა მათთვის უმნიშვნელოვანეს შეცდომა,“ – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას