მიხეილ სარჯველაძე – განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი რგოლია, მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფისთვის, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სისტემის განვითარებისა და ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულია, მაგალითად, არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდება. ეს არის სისტემა, რომელიც ყველაზე მეტადაა ახლოს ადამიანების საჭიროებასთან, გეოგრაფიულადაც კი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია და მოქალაქის პირველი მრჩეველია – შეუძლია, სწორად დააკვალიანოს მოქალაქე ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად. ამ თვალსაზრისით, გვაქვს საკმაოდ დიდი, ამბიციური და მრავალფეროვანი გეგმები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია