მიხეილ სარჯველაძე – მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე – ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით სიახლეები ყოველწლიურად დაინერგება

მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი ჯანდაცვის დანახარჯები. ეს კოლოსალური მხარდაჭერაა, რომელსაც სახელმწიფო თითოეული პაციენტის დასახმარებლად იჩენს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით სიახლეები ყოველწლიურად დაინერგება.
მისივე განცხადებით, სიახლეები შეეხება პროგრამების როგორც ხარისხობრივ, ისე შინაარსობრივ გაუმჯობესებასა და განვითარებას.
მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მიმართულების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შემდგომი განვითარებისთვის, ერთ-ერთი მთავარი კვლავ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა და მისი ეფექტიანი განხორციელება იქნება.
„ჩვენ, მთავარ აქცენტს გავაკეთებთ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე, დღეს არსებული სისტემის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე. ეს მოიცავს ყველა მიმართულებას: სპორტული მედიცინიდან დაწყებული, ონკოლოგიური მედიცინით დამთავრებული. შევეცდებით, გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და მეორეს მხრივ, სწორედ ამ ბაზისზე განვახორციელოთ შემდეგი პროგრესი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომას ასევე ესწრება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ