მიხეილ სააკაშვილი: რუსებს ჩემი ხმის ჩახშობა სურთ არა იმდენად საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართულებით

“არავის მსოფლიოსა და უკრაინაში ეჭვიც არ ეპარება, რომ მე ვარ პუტინის პატიმარი გამოგონილი ბრალდებებით, ეს კარგად იციან ქართველებმაც. ამიტომ რუსული აგენტურისა და მათი დამქაშების უტყუარი ამოცნობის ერთ-ერთი უმარტივესი ტესტი არის ის, თუ ვინ ითხოვს ჩემს ციხეში დატოვებას, თან რაც შეიძლება მძიმე პირობებში.
ამავე დროს რუსებს ჩემი ხმის ჩახშობა სურთ არა იმდენად საქართველოს, არამედ უკრაინის მიმართულებით. მათ კარგად იციან თუ რამდენად ეფექტურად შევძლებდი მე დღეს უკრაინის დახმარებას.
ქართულ ელექტორატს კი მინდა ვუთხრა, არასდროს არ დაგავიწყდეთ კრიტიკულ მომენტებში, პრინციპულ საკითხებზე ვინ რა პოზიციაზე იდგა. მტერს მიაჩნია, რომ თქვენ თევზის მახსოვრობა გაქვთ და ვაჩვენოთ, თუ რამდენად მწარედ ცდება ის,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ