: რამდენიმე დღეში, რეჟიმის წევრი, ასობით ათასი ისლამისტი, რომელსაც არცერთი სხვა ქვეყანა არ მიიღებს, აუცილებლად მოადგება საქართველოს

რეჟიმის წევრი, ასობით ათასი ისლამისტი, რომელსაც არცერთი სხვა ქვეყანა არ მიიღებს, აუცილებლად მოადგება საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,  წერს და ირანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, სწორედ საქართველო ეხმარება “მათ სანქციების გვერდის ავლაში” და ასევე, “ივანიშვილი ეხმარება რეჟიმს ფულის გარეცხვაში”.

“ტრამპი მაგრად უსრულებს პუტინს. ასადი, მადურო, ხამენეი და აქ ივანიშვილისნაირები ხურდაში მოჰყვებიან.

მაგრამ არსებობს სერიოზული საფრთხე, სულ რამდენიმე დღეში, რეჟიმის წევრი, ასობით ათასი ისლამისტი, რომელსაც არცერთი სხვა ქვეყანა არ მიიღებს, აუცილებლად მოადგება საქართველოს. ვინაიდან სწორედ საქართველო ეხმარება მათ სანქციების გვერდის ავლაში, ივანიშვილი ეხმარება რეჟიმს ფულის გარეცხვაში და ვინაიდან მათ ფული აქვთ, აქაური რეჟიმი ფულზე საკუთარ დედასაც გაყიდის, დიდია საფრთხე ამ საშიში ელემენტების საქართველოში დასახლების.

ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმის რამდენიმე მაღალჩინოსანმა, ე.წ. არაბულ ქალაქებში აქ, ბინები ისედაც შეიძინა.

ჩვენი საზღვრები ისევ ჩვენი დასაცავია, საზოგადოება უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილად” , – სააკაშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…