მიხეილ სააკაშვილი: ნავთობზე ფასების აწევა რუსეთს ძალიან აწყობს, მაგრამ სინამდვილეში მოსკოვი სრულ პანიკაშია! რუსების ბოროტების ალიანსი იმსხვრევა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
ნავთობზე ფასების აწევა რუსეთს ძალიან აწყობს, მაგრამ სინამდვილეში მოსკოვი სრულ პანიკაშია! რუსების ბოროტების ალიანსი იმსხვრევა.
ცნობილი ფაქტია, რომ აქამდე პუტინი ხშირად უყურებდა აჯანყებულების მიერ კადაფის მკვლელობის კადრებს და ახლა ხამენეის განადგურებამ აჩვენა, რომ პუტინსაც შეიძლება ყველგან მისწვდნენ.
რაც მთავარია, თუ აიათოლების რეჟიმი დაეცა, ეს იქნება პუტინის სწრაფი დასასრულის დასაწყისი, ასევე ივანიშვილმაც კარგად უნდა შეხედოს თუ რით მთავრდება დიქტატურა დიქტატორებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
აბა სულელი კი არ ვიყავი 2012-ში როცა მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება ამ კრიმინალურ ბანდას, ასე სურდა ხალხის უმრავლესობას და თუ უმრავლესობას ჩაგრავ და ეწინააღმდეგები, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს, მაშინ დიქტატორი ხარ.
უნდა შევწყვიტოთ ივანიშვილისთვის სხვადასხვა სახელების დაძახება და ყველამ ერთად უნდა ვუწოდოთ დიქტატორი და მის რეჟიმს დიქტატურა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)