მიხეილ სააკაშვილი – მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა, უზენაეს სასამართლოში დააწინაურეს

მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა უზენაეს სასამართლოში დააწინაურეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, „ოპოზიციურმა მედიებმაც არ შეამჩნია კავშირი, მის ე.წ. განაჩენსა და ამის შემსრულებლის დაწინაურებას შორის“.
„მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი კრიმინალი ჯინჯოლია, რომელმაც 12,5 წელი მომისაჯა დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში. რატომღაც, ოპოზიციურმა მედიებმაც არ შეამჩნია კავშირი, ჩემს ე.წ. განაჩენსა და სინამდვილეში სასამართლო მკვლელობასა და ამის შემსრულებლის დაწინაურებას შორის, სადამდე უნდა ვიყოთ ასე მიამიტები?“ – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში