ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - მათი განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის სამშობლოს გარეშე დატოვებას

მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - მათი განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის სამშობლოს გარეშე დატოვებას

ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „რუსული მარწუხების ჩასაჭრელად და რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად პასუხი შეუპოვარი და თავგანწირული ბრძოლა უნდა იყოს.“
„ივანიშვილის მოლაპარაკე თოჯინების განცხადებები ემსახურება ქართული სახელმწიფოს საბოლოო განადგურებას და ქართველი ხალხის საბოლოოდ, სამშობლოს გარეშე დატოვებას.
ჩვენი პასუხი უნდა იყოს მხოლოდ ერთი - შეუპოვარი, თავგანწირული ბრძოლა ამ რუსული მარწუხების ჩასაჭრელად და შესაბამისად, რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად.
ჩვენი ვალდებულებაა, რომ 2008 წლის და აფხაზეთის ომების მსხვერპლი ტყუილი არ აღმოაჩნდეს და ყველას დავუმტკიცოთ, რომ დღესაც ვართ მოწოდების სიმაღლეზე, გვიყვარს საქართველო და მზად ვართ ყველაფერი გადავდოთ მის გადასარჩენად.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.