ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა მესტია ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ ჯაფარიძეს გადააბარა, ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად - ჩემი გეგმაა, სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანა

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა მესტია ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ ჯაფარიძეს გადააბარა, ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად - ჩემი გეგმაა, სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანა

სვანეთი ბევრად მეტად განვითარებული იქნებოდა, ივანიშვილს რომ არ შეეჩერებინა სვანეთის გვირაბის პროექტი, რომლითაც ქუთაისიდან ორ საათში ჩავიდოდით მესტიაში - ივანიშვილმა მესტია გადააბარა ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ ჯაფარიძეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მისი თქმით, აქვს გეგმა „სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანასა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ათმაგი ზრდაზე”.
„მესტიიდან ამბები მომივიდა, რომ იქ ბევრი დამსვენებელია, რაც ძალიან მახარებს.
ყველას მინდა ახსოვდეს, რომ მესტიაში არაფერი განვითარდებოდა, ჩვენ დროს რომ სვანეთი ყაჩაღებისგან და მკვლელებისგან არ გაწმენდილიყო.
ასევე, სვანეთი ბევრად მეტად განვითარებული იქნებოდა, ივანიშვილს რომ არ შეეჩერებინა სვანეთის გვირაბის პროექტი, რომლითაც ქუთაისიდან ორ საათში ჩავიდოდით მესტიაში. მან ასევე დააპაუზა თეთნულდის კურორტის მშენებლობა და მოკლა რედისონის სასტუმროს პროექტი მესტიის ცენტრში.
ივანიშვილმა მესტია გადააბარა ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ (ვიტია ) ჯაფარიძეს, რუსეთის ისტორიულ აპოლოგეტს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად.
ჩემი გეგმაა, სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ათმაგი ზრდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.