ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს, თუმცა ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც

მიხეილ სააკაშვილი - პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს, თუმცა ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც

ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას - პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს - პუტინი ცდილობს, ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა უკრაინაა შეტევაზე.
"პრეზიდენტ ზელენსკის ტრიუმფი ვაშინგტონში! ტრამპი-ზელენსკის მოლაპარაკებები ჰგავდა ორი შეყვარებულის შეხვედრას. უპრეცედენტო შეხვედრაზე მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკის და ევროპის სამხედრო თავდაცვის გარანტიების მიცემა, რაზეც ტრამპი და ევროპელები შეთანხმდნენ და ეს ნიშნავს ნატო-ს სამოკავშირეო ხელშეკრულების მე-5 პუნქტის ტიპის დაცვის მოპოვებას.
პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, სინამდვილეში მას სხვა გამოსავალიც არ აქვს, ვინაიდან რუსეთის ბიუჯეტში ისტორიაში ყველაზე დიდი დეფიციტია. ფრონტზე რუსები არათუ წინ ვერ მიიწევენ, არამედ ახლა უკრაინაა შეტევაზე. უბრალოდ, პუტინი ცდილობს ომის დასრულება მის დამარცხებად არ გამოჩნდეს.
თუმცა, ეს ყველა შემთხვევაში საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი ცვლილებები ჩვენთან რეგიონშიც," - წერს სააკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.