მიხეილ სააკაშვილი - თვალს ვადევნებთ, თუ როგორ გვიდგენს ბანდიტური კორპორაცია „კანონებს“ და როგორ აგრძელებს საზოგადოება ინერციით კანონობანას თამაშს - დროა გავითავისოთ, რომ აღარანაირი კანონი აღარ მოქმედებს

ძვირფასო მეგობრებო, თვალს ვადევნებთ, თუ როგორ გვიდგენს ერთის მხრივ ბანდიტური კორპორაცია „კანონებს“ და მეორეს მხრივ, როგორ აგრძელებს საზოგადოება ინერციით კანონობანას თამაშს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის შეფასებით, აღარანაირი კანონი აღარ მოქმედებს და დადგენილი წესები უსამართლობის ზეიმია.
„დროა გავითავისოთ, რომ აღარანაირი კანონი აღარ მოქმედებს და მათი დადგენილი წესები უსამართლობის ზეიმია. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თავისი თავის დაცვა. მე მჯერა ჩვენი საზოგადოების სიბრძნის, ინტუიციის და ბრძოლისუნარიანობის“,-წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.