თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროცესი მიმდინარეობს – სხდომას სააკაშვილი დისტანციურად ერთვება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმე, რომელიც სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, დასკვნით ეტაპზეა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…