ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სააკაშვილი: ენმ-ის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში

“მინდა, ენმ-დან ჩემს თანაპარტიელებს ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება მივულოცო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, პირველებს საქართველოდან ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა უკვე შეგვიძლია – პირველი ასეთი ქართველები ნაციონალები გავხდით. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას მივეცით.
ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც ევროპულ არენაზე გავიდა. 2004 წელს საქართველოს ევროპისკენ გზა ენმ-ის ხელისუფლებამ გაუხსნა და ენმ-ის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა წერილში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.