დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას – გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან – მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება

უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს.
როგორც არახამია ამბობს, საქართველოს პრორუსი ხელისუფლება „ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით“ გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
„თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ “ნორმალიზაციაზე”, მაშინ ამის გეგმა არსებობს: გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს, შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში – მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება”, – წერს არახამია „ტელეგრამ“ არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ