არქივი25 დეკემბერი, 2024, 19:51
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმემ ტელეკომპანია „იმედის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა

თბილისის საქალაქო სასამართლოში შვიდი ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გამოიკითხა.
მოწმემ ტელეკომპანია „იმედის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ სხდომას, სადაც „იმედისთვის“ ლიცენზიის შეჩერება გადაწყდა, ესწრებოდნენ კომისიის წევრები.
მისივე თქმით, პროცესში ჩართული იყო მურთაზ ზოდელავა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.